გლდანში სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგეობამ სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

მათივე ცნობით, VII მიკრორაიონის N19 კორპუსთან მდებარე პარკში, ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო თამაშები, შოუ პროგრამები და შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის სწავლება, ანიმატორები, ოჩოფეხები, ბატუტი, ფოტო ჯიხური, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ დახვდათ.

ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა - ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ და თიკა მახალდიანმა მიიღეს. საღამო კი ჯგუფმა „რეზო და ბავშვებმა“ დაასრულა.

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო