ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი „უიმბლდონზე“ საქართველოს სახელით იასპარეზებს

ქართული წარმოშობის მქონე რუსმა ჩოგბურთელმა, ნათელა ძალამიძემ შეიცვალა ქვეყანა, რომლის სახელითაც ის იასპარეზებს. 29 წლის ჩოგბურთელი „უიმბლდონის“ წყვილთა ტურნირზე საქართველოს დროშით ითამაშებს.

ერთი თვის წინ ნათელა ძალამიძე „როლან გაროსზე“ რუსეთის სახელით ასპარეზობდა, სადაც ის კამილა რახიმოვასთან ერთად დუეტში გამოსვლისას პირველ წრეში დამარცხდა.

ცნობისთვის, ნათელა ძალამიძე მოსკოვში არის დაბადებული. ამ დროისთვის ქართული წარმოშობის სპორტსმენი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის გამო „უიმბლდონის“ წლევანდელ გათამაშებაში რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მონაწილეობა აეკრძალათ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი