ინდოეთსა და ბანგლადეშში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 59 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი სახლში ჩარჩენილია, ხოლო სასწრაფო დახმარების მუშაკები ამ დრომდე მათთან მიღწევას ცდილობენ. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წყალდიდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ამასთან, ინდოეთსა და ბანგლადეშში სკოლები თავშესაფრებად გადაკეთდა, ხოლო გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახების ევაკუაციის პროცესში ჯარი ჩაერთო.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება