შვედეთში, ევროპის ქვეყნების მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულ კოორდინატორთა შეხვედრაზე, საერთაშორისო პროექტებში საქართველოს აქტიურად ჩართულობის საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის კოპერირებული პროგრამის (ECPGR) წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების მმართველი კომიტეტის მეთექვსმეტე სხდომას დაესწრო, სადაც გენეტიკური რესურსების კონსერვაციის, მართვისა და მდგრადი გამოყენების საკითხებზე, ასევე მე-X ფაზის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, სადაც ევროპის 30-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, საერთაშორისო ექსპედიციების განხორციელებასა და საერთაშორისო პროექტებში საქართველოს აქტიურად ჩართულობის საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

„მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის ქვეყნების კოპერირებული პროგრამა 1980 წლიდან მოქმედებს, რომლის მიზანიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების გრძელვადიანი კონსერვაციის და ევროპის ქვეყნებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფაა. საქართველო, 2019 წლიდან, ECPGR-ის ოფიციალური რეგისტრირებული წევრია, რომელიც წარმოდგენელია ვაზის, ხეხილოვანი კულტურების, ხორბლის, სამარცვლე პარკოსნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების დოკუმენტაციების ჯგუფებში.

ECPGR-ის მე-XI ფაზა ევროპის გენეტიკური რესურსების გენბანკების ინტეგრირებული სისტემის (AEGIS) მეშვეობით ევროპული კოლექციების უნიკალურ გენეტიკურ რესურსებზე ეფექტიან წვდომას, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების (EURISCO) კატალოგში მცენარეთა მორფოლოგიური დახასიათებების და საპასპორტო ინფორმაციის განახლებას, კულტურათა ველური სახეოებების in situ კონსერვაციისა და გამოყენების გაუმჯობესებას და მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპულ თავისუფალ ალიანსში (FA) ქვეყნების გაწევრიანებას ითვალისწინებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძე შვედეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და ნორდგენის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის სამუშაო პროცეს გაეცნო, სადაც 35 000-ზე მეტი თესლის ნიმუში ინახება. მან, ასევე, დახურულ და ღია გრუნტში განთავსებული, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ჯიშების კოლექციები დაათვალიერა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე