„ანტიკორუფციულმა მოძრაობამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ აქცია გამართა

„ანტიკორუფციულმა მოძრაობამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ყველა იმ მოსამართლეს, რომელსაც, მათი განცხადებით, „სავარაუდოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები აქვს გამოტანილი“, როგორც მედიის ისე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლაშა ფარულავამ განუცხადა, ასეთი 8 მოსამართლეა, რომელთა სანქცირებას ითხოვენ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ მოვიტანეთ 8 მოსამართლის ფოტო, რომლებმაც 2019 წლის 20 ივნისს ათასამდე დაკავებული პირი, სამოქალაქო აქტივისტი უკანონოდ გაასამართლა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ინსტრუქციის შესაბამისად. ვითხოვთ, ამ მოსამართლეების საერთაშორისო სანქცირებას აშშ-სა და ევროკავშირის მიერ. ამ საკითხთან დაკავშირებით კი, კამპანიას დღეიდან ვიწყებთ და მოვითხოვთ, რომ აბსოლუტურად ყველა იმ მოსამართლეს, რომელსაც სავარაუდოდ, პოლიტიკური დავალება აქვს შესრულებული, დაუწესდეთ საერთაშორისო სანქციები. ამის თაობაზე ჩვენ არგუმენტაციას და მტკიცებულებებს გადავცემთ საქართველოში, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ს წარმომადგენლობას“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

8 მოსამართლის ჩამონათვალი, რომელთა სანქცირებას ითხოვს „ანტიკორუფციული მოძრაობა“, ასეთია:

ივანე აღნიაშვილი-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

შორენა ყაველაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

ნინო ყანჩაველი - 2019 წლის ივნისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ.

ნათია ტოგონიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

მერი გულუაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, 2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

თამარ ოქროპირიძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, 2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

თამარ მეშველიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, 2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

ანა ჩხეტია- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა