ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინას და მოლდოვას სტატუსს აძლევენ ავანსად: უკრაინა უმძიმეს ომშია და მძიმე მდგომარეობაშია მოლდოვაც - ნამდვილად არ მშურს მათი, მინდა მივულოცო უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს

თქვენ ნახეთ, რამდენიმე დღის წინ, ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებით დასკვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით ანუ მათ სტატუსს აძლევენ ავანსად, საქართველომ კი ჯერ პირობები უნდა შეასრულოს.

„აქვე მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო: ვიცი, რომ მათ უმეტესობას გარკვეული კითხვები დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა. მოლდოვასა და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით ანუ მათაც უკრაინასა და მოლდოვასაც ჩაუწერეს, რომ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ პერსპექტივა და ასევე, სტატუსი ანუ რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და ასევე მოლდოვასაც, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ამავდროულად მათაც სთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევაში არის პირიქით, ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს ვითარებაში. ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე, მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თუ ვინმე ამ ომით დაზარალდა, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა და იქ დევნილებისა და ლტოლვილების ძალიან დიდი ნაკადი იყო. როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას. გახსოვთ, წინა კვირას მე საჯაროდ ვთქვი, რომ მე ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ ის არის ომში. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის, მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება, მე მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის