„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 14 354.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი კი გაიზარდა 8.7 პროცენტით.

„2022 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება (29.4 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (54.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (47.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (70.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (8.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (13.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (18.8 პროცენტი), განათლება (18.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (7.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1 პროცენტი), მშენებლობა (7.3 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (24.9 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.8 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.3 პროცენტი), მშენებლობა (7.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა