ვაჟა იორდანიშვილი - მილიონ ნახევარია აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალება და ტექინსპექტირებას ნახევარი გადის

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ცნობით, მილიონ ნახევარი არის აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალება და ტექინსპექტირებას მათი ნახევარი გადის.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ავტომობილი გაუმართავია, თუმცა, ხშირად ე.წ. ჭკვიანი კამერები ზოგჯერ ვერ აფიქსირებს.

„მილიონ ნახევარი არის აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალება და ტექინსპექტირებას ნახევარი გადის. დასკვნების გამოტანაც მარტივია, თუ რამდენი სატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირებას არ გადის, სავარაუდოდ, ბევრი მათგანი გაუმართავია. შეიძლება ბევრი მათგანი არ გადაადგილდებოდეს ან დაშლილ მდგომარეობაში იყოს, თუმცა, როგორც ინფორმაციას გვაწვდიან, მილიონ ნახევარი აქტიური სტატუსის მქონე სატრანსპორტო საშუალებები არის“,-განაცხადა იორდანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რაც იმ ავტომობილის მძღოლის დაჯარიმებას ითვალისწინებს, რომელიც გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდება.

„ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჩემი ქალაქი მკლავს“ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, 30 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ ხილული კვამლით ავტომობილი გზაზე დაჯარიმებადი იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ტექინსპექტირებაზე თუ მოსახლეობის ნახევარი არ მიდის, მეორე ნახევარი დიდი ალბათობით, გაუმართავია. თუ გზაზე მხოლოდ და მხოლოდ კამერა აჯარიმებს, რომელიც შეიძლება გამართულად არ მუშაობდეს, საპატრულო ეკიპაჟს ხილული კვამლის შემთხვევაში ექნება საშუალება, გააჩეროს და ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დააჯარიმოს“, - განაცხადა იორდანიშვილმა.

მისი თქმით, ასევე საბურავებთან დაკავშირებით შემოსულია ნორმა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ საბურავების წლოვანება 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა