„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მაისის ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლები, რუსეთიდან შემოდინებების მხრივ შესწორების შემდეგაც ძლიერი იყო და შეიძლება ითქვას, რომ „თიბისი“ მოლოდინებს მართალია მცირედით, მაგრამ მაინც აჭარბებდა. შესაბამისად, „თიბისი კაპიტალი“ განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დამატებით აუმჯობესებს 2022 წლის ეკონომიკის აქტივობის მოლოდინებს და საბაზო სცენარი 8%-ზე მნიშვნელოვნად მეტ ზრდას შეადგენს. ასევე მცირედით, მაგრამ გაუმჯობესებულია ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინები.

„თიბისის“ინფორმაციით, „თიბისი“ კაპიტალის მოდელის მიხედვით, წლის ბოლოსათვის ლარის საორიენტაციო კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.80-ს, ევროსთან მიმართებაში კი, დაახლოებით 3.06-ს შეადგენს.

მაისის საკრედიტო აქტივობა ასევე ძლიერი იყო. ვალუტების მხრივ, ლარის სესხები უფრო მეტად გაიზარდა. ასევე, პირველი კვარტალის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 15.1%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებს შორის, თავისთავად, ძირითადი კვლავ საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების მატებაა.

ამდენად, დღეს და გასულ ორშაბათს გამოქვეყნებულ მომოხილვაში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება მოსალოდნელი არ არის. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა დედოლარიზაციის ღონისძიებების დამატებით გამკაცრება. ამ მხრივ არგუმენტებია, რომ საპროცენტო განაკვეთებს შორის ისტორიულად მაღალი განსხვავების მიუხედავად, საკრედიტო აქტივობაში მაინც ლარის სესხები ჭარბობს. მეორე მხრივ, სამომავლოდ აღნიშნული განსხვავების მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთან, დეპოზიტების მკვეთრი ლარიზაციის გარეშე, სესხების ლარიზაცია ლარის კურსის მხრივ კვლავ რისკ შეიცავს.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო