კლინიკის დირექტორი ექიმზე, რომლის სახლიდანაც გახრწნილი ხორცი ამოიღეს - ტირის, ვის რა დავუშავე, რომ ასეთი დასკვნა დაიდოო - პაციენტების მიღება შეუძლია და მუშაობას აგრძელებს

ექიმ-თერაპევტი, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცი ამოიღეს, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა განუცხადა, ის გამოძიების დასრულებასა და პოლიციისგან რეკომენდაციებს ელოდება, მანამდე კი ექიმისთვის უფლებამოსულების შეჩერების საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც, კლინკის დირექტორის თქმით, ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაციების შემდეგ მიღებული სტრესის გამო, მისი სურვილი იყო, აღნიშნულ ექიმს მუშაობა არ შეეწყვიტა.

თავად მედიკოსმა, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში ოჯახის ექიმად მუშაობს, ჟურნალისტებთან საუბარი და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ის კლინიკაში იმყოფება და პაციენტებს ჩვეულებისამებრ იღებს.

„ტირის, ვის რა დაუშავა, რომ ასეთი დასკვნა დაიდო. ყოველთვის მოწესრიგებული იყო, პაციენტების მიღება შეუძლია, მე თვითონ დავიბარე“, - აცხადებს დირექტორი.

ცნობისთვის, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, რომელიც ექიმ-თერაპევტს ეკუთვნოდა, მეზობლების ინფორმაციით, სამსართალდამცავებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს. აღნიშნულს ექსპერტიზა უტარდება.

ბინის მეპატრონე მოქმედი მედიკოსია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა