„ევექსი ჰოსპიტლები“ - შეაჩერე ინსულტი - ინსულტის მწვავე შედეგების მკურნალობა შესაძლებელია

„ევექსი ჰოსპიტლებმა” ინსულტთან დაკავშირებით საგანმანათლებლო და კლინიკური ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტი დაიწყო.

როგორც “ევექსი ჰოსპიტლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, წელიწადში ინსულტით 15 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება. 10 მილიონზე მეტია დაავადებით გამოწვეული ინვალიდობისა და სიკვდილობის ყოველწლიური მაჩვენებელი. ინსულტის დიაგნოზი ძალიან ხშირია საქართველოშიც, თუმცა პათოლოგიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა, დაბალია.

„სწორედ ამ მიზნით, ევექსი ჰოსპიტლებმა დაიწყო საგანმანათლებლო და კლინიკური ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტი. კამპანია ცნობიერების ამაღლების კუთხით მოსახლეობას აცნობს დაავადების პირველივე ნიშნებს, სიმპტომების სწრაფად ამოცნობის გზებს, სასწრაფო მოქმედების კრიტერიუმებსა და მიუთითებს პაციენტის დროულ, სწორ რეფერირებას იმ ჰოსპიტლებში, სადაც ინსულტის მართვის ერთეულები, ანუ სპეციალური განყოფილებები ფუნქციონირებს. ასეთია ევექსის ქსელში შემავალი 3 ჰოსპიტალი, რომელიც თბილისსა და ქუთაისში მოქმედებს:

  • კავკასიის მედიცინის ცენტრი - თბილისი, პ. ქავთარაძის N23 (0322 600 600)
  • ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - თბილისი, ქინძმარაულის N1 (0322 600 600)
  • დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი - ქუთაისი, ჯავახიშვილის N83 (0322 600 600)

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ინსულტის მართვის სპეციალიზებული განყოფილებები სრულყოფილად იძლევა ინსულტის დიაგნოსტიკის, ინდივიდუალური მკურნალობისა და დაავადების შემდგომი მართვის შესაძლებლობას. მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე მეთოდებით (სისტემური თრომბოლიზისი, რომელიც ინსულტის განვითარებიდან პირველ 4,5 საათში ხორციელდება და თრომბექტომია, რომლის ჩატარება დაავადების პირველი ნიშნებიდან 9 საათის განმავლობაშია შესაძლებელი), რომლებიც ინსულტის მკურნალობის ე.წ. ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული მეთოდები მნიშვნელოვნად ამცირებს ინვალიდობის და ლეტალობის რისკებს.

ამ მიმართულებით პაციენტების მკურნალობაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც ნევროლოგები, ნეიროქირურგები, ანგიოქირურგები და კარდიოლოგები ერთიანდებიან. რთული სამედიცინო შემთხვევები განიხილება ევექსის ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს (Clinical Boards) მიერ, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგი, ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაზა ქაცარავა ხელმძღვანელობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო