უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ

აჭარას უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები სტუმრობენ, რომლებიც რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ბლოგებს ამზადებენ და სოციალური ქსელების გამომწერებს აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და Uzbekistan Airways მიერ ორგანიზებული მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ და მთიანი აჭარა დაათვალიერეს, ადგილზე დააგემოვნეს აჭარული კერძები და მათი მომზადების მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა. მედიატურის მიზანი უზბეკეთში აჭარის პოპულარიზაცია და რეგიონში ტურისტების მოზიდვაა.

„უზბეკეთიდან ფრენები აჭარაში წელს პირველად დაიწყო. ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაც რეგიონში უზბეკი ტურისტების შემოყვანას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები