„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში King Solomon Hotel Batumi გაიხსნა

“საქართველოს ბანკი“ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმრო გაიხსნა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სასტუმრო King Solomon Batumi 74 ნომრისგან შედგება, ის განთავსებულია 4,940 კვ.მ- ზე და მოიცავს ქაშერ რესტორანს, საერთო ლაუნჯს, ბარს და კერძო პარკინგს, რომელიც ერთ ერთი უნიკალურია რეგიონში.

„მოხარული ვართ, რომ ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმროს გახსნაში პარტნიორად ისეთი ფინანსური ინსტიტუტი გვიდგას, როგორიც „საქართველოს ბანკია“. ტურიზმის განვითარების კუთხით ბანკის მხრიდან ბევრი პროექტი ხორციელდება, რაც გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, განვვითარდეთ და არ გავჩერდეთ. უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელიც მოიცავს არსებულ სასტუმროში სპა-აუზის დამატებას და ჩვენი სტუმრებისთვის მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მალვინა თურაძემ.

„საქართველოს ბანკისთვის“ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელ პრიორიტეტად რჩება. პანდემიის შემდეგ ეს სფერო უკვე საკმაოდ გააქტიურებულია, გაზრდილია ტურისტების შემოდინების ნაკადიც და დარწმუნებულები ვართ, რომ King Solomon Hotel Batumi არაერთ სტუმარს უმასპინძლებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნით მრავალ ტურისტს მოიზიდავს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სექტორის გამოცოცხლებაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ახლად გახსნილ სასტუმროს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ნათია ღლონტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა