ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - მათი განზრახვაა პოლარიზაცია გააღრმაონ, რათა შექმნან საფუძველი არეულობისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებისთვის და საბოლო ჯამში ქვეყნის ომამდე მიყვანისთვის

ევროკავშირის კომისიის ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა ხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს. პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების მთავარი დეკლარირებული ამოცანაც იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა, იმ დოკუმენტსაც ვიდრე ანულირება მოხდებოდა, ოპოზიცია მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებდა.

„ამ შემთხვევაშიც ევროპული კომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური პოზიცია, რასაც ჩვენ ველოდით. ჩვენ გვქონდა პროგნოზები ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. თავიდანვე მარტივი სცენარი იყო მოაზრებული. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი რისი პირველი მცდელობაც იქნება დღეს, დღევანდელ აქციაზე და ამის საბოლოო წერტილი არის რა თქმა უნდა ომი, რასაც ისინი ნატრულობენ საქართველოში, თუმცა, ვერც არეულობის სცენარი და ვერც ომის სცენარი ვერ იქნება წარმატებული, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავარია, მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ პოლარიზაციის შესამცირებლად.

„ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. მათ შორის, დავიწყებთ იმ პუნქტების შესრულებას, რომლებიც არის ჩამოთვლილი ევროკომისიის დოკუმენტში და ასევე მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის. დღევანდელი აქციაც იქნება ამის ნათელი მაგალითი.

გარდა ამისა, რიტორიკა. რიტორიკა არის ის, რაც არის სრული ლუსტრაცია იმისა, თუ როგორია ოპოზიციის განზრახვა. მათი განზრახვა არის პოლარიზაცია გააღრმაონ, რათა შექმნან საფუძველი არეულობისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებისთვის და საბოლო ჯამში ქვეყნის ომამდე მიყვანისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს სცენარი წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა