თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სპეკტაკლის  „თორმეტი განრისხებული ნაფიცი მსაჯული“ პრემიერა  გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრმა „ჰიგიამ“ რეჯინალდ როუზის პიესის მიხედვით შექმნილი სპეკტაკლი „თორმეტი განრისხებული ნაფიცი მსაჯული“ წარადგინა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობით, პიესა სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრ ,,ჰიგიას“ დამაარსებელმა, ნათია გუჯაბიძემ გააცოცხლა.

„სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი 2001 წელს დაარსდა და ამ ორი ათეული წლის განმავლობაში საკუთარი ხელწერისა და დახვეწილი პროფესიონალური თვისებების შეძენა მოახერხა. მისი ისტორია მრავალ წარმატებულ სპექტაკლს ითვლის. უკანასკნელმა პრემიერამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მსახიობები, თსსუ–ის სტუდენტები: ელენე შაფათავა, ქეთევან ნოზაძე, ინა ნიქაბაძე, გიორგი თაბაგარი, თაკო ხორავა, თაკო ბოგველი, მარიამ ბეჟანიძე, სოფიო ცინცაძე, ანანო სიდამონიძე, ვახო კიკნაძე, გიორგი სანიკიძე, სებია, ფეფე გოგნაძე, ლიკა უზუნაშვილი, გიორგი ბრეგაძე, სალი ხუტაშვილი, მარიკა კვარაცხელია, ნინო სუთიაშვილი, ნატა სურმავა, ანა ავეტისიანი სამსახიობო ოსტატობით პროფესიონალ მსახიობებს არ ჩამოუვარდებიან. ტრადიციულად სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თეატრ „ჰიგიას“ კიდევ ერთ წარმატებულ პრემიერას და მისგან მომავალშიც არაერთ საინტერესო სპექტაკლს ელის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს