ანონსი 21 ივნისი

21 ივნისს, 10:00 საათზე, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“ გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ და პანელურ დისკუსიაში ჩაერთვებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კერძო სექტორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ევროპული ბიზნეს გარემოს კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადდა.

მის: თელავის ქ. 20 , „შერატონ მეტეხი პალასი“

საკონტაქტო: თამთა ჩანქსელიანი - 598313840

21 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კონსტიტუციის დარბაზი - ა-304

21 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

21 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: "მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები: მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდა. მონაცემები საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

21 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

21 ივნისს, 13.30 საათზე, მსოფლიო ბანკის სახელით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში კორპორაციული მართვის სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების (ROSC) შესახებ მომზადებული ახალი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

21 ივნისს, 17:00 საათზე, სამგორის გამგეობასთან „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციას გამართავენ სამგორის გამგებლის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია და მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა მის მიერ საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

21 ივნისს, 20:30 საათზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს