მამის დღის აღსანიშნავად "მზიურში" გასართობ-ინტელექტუალური თამაში გაიმართა

19 ივნისს, მამის დღე საქართველოში წელს მეშვიდედ აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს.

თბილისში, "მზიურის პარკში", მამებისა და შვილებისთვის გასართობ-ინტელექტუალური თამაში „მამაენა“ ჩატარდა.

მათივე ცნობით, პროექტში 100-მდე გუნდი მონაწილეობდა. თამაშში მონაწილე მამებსა და შვილებს ერთობლივი ძალებით "მზიურის პარკში" დამალული მინიშნებები უნდა ეპოვათ და მთავარი გასაღებისთვის მიეგნოთ. ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში გაიმართა. წელს პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო.

გასართობ-ინტელექტუალურ თამაშში 2 გამარჯვებული წყვილი გამოვლინდა, რომელთაც საჩუქრად „თეგეტა ჰოლდინგის“ ვაუჩერები გადაეცათ.

როგორც „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნათიკა ბერძული განმარტავს, გენდერული თანასწორობა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავხდით კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ პარტნიორი. გვიხარია, რომ გუნდში „მამაენაში“ მონაწილეობის ბევრი მსურველი გვყავდა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომელი მამები შვილებთან ერთად ჩაერთნენ ამ საინტერესო თამაშში. ვფიქრობთ, რომ გენდერული თანასწორობის ცნობიერების ასამაღლებლად მსგავს პროექტებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს ნათიკა ბერძული.

„თეგეტას“ ცნობით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. ეს დღე ყოველწლიურად ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება.

„მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამებისა და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზრუნვაში, რათა მათ მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობასა და საზოგადოების გაძლიერებას“ , – აღნიშნავს კამპანია „კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელი მირიან ჯუღელი.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე განმარტავს, წელს კერძო სექტორი გამორჩეულად აქტიურად უჭერს მხარს მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში.

„მოხარული ვართ, რომ მამის დღე უკვე ტრადიციად იქცა და მას მამები და შვილები, ოჯახები, ერთად აღნიშნავენ. მამის დღის ინიცირებით გვინდა, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდაში, მათ ცხოვრებაში მამების ჩართულობა, თანასწორი მშობლობა და პარტნიორობა, რადგან გენდერული თანასწორობის მიღწევაში, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია უნიკალური წვლილის შეტანა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიმართ - წელს კერძო სექტორი გამორჩეულად აქტიურად გვიჭერს მხარს მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში“, - აღნიშნავს ლელა ბაქრაძე.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა