ჟოზე აველინო ბეტანკურმა თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს ვატიკანში ვიზიტამდე წმიდა საყდრის სადესპანოში უმასპინძლა

საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციომ არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს ვატიკანში ისტორიულ ვიზიტამდე წმიდა საყდრის სადესპანოში უმასპინძლა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში პაპ ფრანცისკეს სახლში - "ვატიკანის ბაღებში" თბილისში, სამოციქულო ნუნციატურაში”, - მიმართა ბეტანკურმა „სამების“ მგალობელთა გუნდს.

ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა წმიდა საყდრის დესპანმა მგალობლებს ვატიკანში სასიამოვნო და უსაფრთხო მოგზაურობა უსურვა.

„თქვენი ვიზიტი ვატიკანში მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა. მე ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ამისთვის. თქვენ ხართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ემისრები. თქვენ ხართ კეთილშობილი ქართველი ერის ელჩები”- აღნიშნა სამოციქულო დესპანმა.

არქიეპისკოპოსის თქმით, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს ვატიკანში ვიზიტი ისტორიის რთულ პერიოდში უხდება, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს. ბეტანკურის განცხადებით, უკრაინის ტრაგედია ძალიან ახლოსაა საქართველოს გამოცდილებასთან, რამაც უამრავი ადამიანის სიკვდილი და მტკივნეული დევნილობა გამოიწვია.

„თქვენი ვატიკანში ყოფნა და საგალობლები მსოფლიოს იმედის შუქურებია! გმადლობთ!“- დასძინა ვატიკანის ელჩმა.

ვატიკანის საელჩოში აღნიშნულ მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, 26 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი კონცერტით სიქსტეს კაპელაში წარდგება, ხოლო 29 ივნისს, წმ. პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის „ავე მარიას“ შეასრულებს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს