თბილისის რიგით მე-14 სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 21-დან 27 ივნისის ჩათვლით, თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით ხორციელდება.

კინოფესტივალი საზეიმოდ 21 ივნისს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება, ლევან ერისთავის და დიტო ცინცაძის ფილმით „კვაზიმოდო“ (ხანგრძლივობა: 36 წუთი, გამოშვების წელი: 1981). ფილმი გადაღებულია მერაბ აბაშიძის მოთხრობის მიხედვით - „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“.

„თბილისის სტუდენტურ კინოფესტივალს მისი ოფიციალური პარტნიორი კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს, სადაც ფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამა დიდ ეკრანზე იქნება ნაჩვენები. ფესტივალის ოფიციალური საკონკურსო პროგრამის სელექციონერები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტები, კინომცოდნეები: ეთერ ფარჩუკიძე, ნათია ფანცულაია, საბა მახარაშვილი, თიკო მამედოვა და ბესო დარასელია. ხელმძღვანელი: მაია ლევანიძე/კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი მონაწილეობს, რომელთა შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია.

სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამის ოფიციალური ჟიურის წევრები არიან: ანა ურუშაძე - კინორეჟისორი; ალეკო ცაბაძე - კინორეჟისორი და სცენარისტი; ქეთევან ტრაპაიძე - კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

27 ივნისს კინოთეატრი „ამირანი“ ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს, რომელზეც ჟიური საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს: საუკეთესო ანიმაციური ფილმი; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი; საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი; საუკეთესო რეჟისურა; ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი; გრან-პრი.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, უკრაინული სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სპეციალური ჩვენება გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე დასწრების მსურველები საფესტივალო ბილეთების შეძენას შეძლებენ ვებგვერდზე - www.kinoafisha.ge, ხოლო სტუდენტებისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ ფორუმი“ - პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი, რომელიც 25, 26 და 27 ივნისს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (მის: შოთა რუსთაველის გამზირი №19) ჩატარდება.

„TISFF ფიჩინგ-ფორუმი 2022“-ის ტუტორი: თამარა ტატიშვილია - ევროპული კინოინდუსტრიის წარმომადგენელი; ჟიური: ქეთი დანელია - პროდიუსერი; ალექსანდრე კობერიძე - კინორეჟისორი; დავით ჯანელიძე - კინორეჟისორი.

„ფიჩინგ-ფორუმი“ თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და „საქართველოს პირველი არხის“ მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმის პარტნიორია კინოკომპანია „ჯაგა გრიპი“, რომელიც გამარჯვებულ პროექტებს თიზერის მომზადების პროცესში გადასაღები ტექნიკით უზრუნველჰყოფს.

ფესტივალის მეგობრები: AT.ge, რადიო „ფორტუნა“, City Institute Georgia და რესტორანი „შავი ლომია“,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი