პრემიერ-მინისტრი ყატარში ვიზიტის ფარგლებში ყატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო, ყატარში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ყატარის პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვდრის ძირითადი განსახილველი საკითხები.

აღინიშნა დღეისთვის ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე.

შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვისთვის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა