„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და საპატრიარქოსთან არსებულ განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისსახელობის განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მოაწერეს, სიტყვით გამოსვლისას კი მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან პუნქტებზე ისაუბრეს.

„დოკუმენტის მიხედვით, განათლების ცენტრში შემავალი სკოლების კურსდამთავრებული აბიტურიენტები CIU-ში 40%-იანი შიდა დაფინანსებით ისწავლიან.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს განათლების ცენტრი საქართველოს მასშტაბით 45 სკოლას აერთიანებს, ეს კი საუნივერსიტეტო და სასკოლო სექტორის მსგავსი მასშტაბური თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა აღნიშნული სკოლების მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებისა და სასკოლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელება, ხოლო სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგკურსი სასკოლო განათლების მენეჯმენტში.

ღონისძიებაზე განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით გვეტაძემ, CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარინე უგულავამ, განათლების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, ნატალია კოპალეიშვილმა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა CIU-ს რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი, დასასრულს კი ტრენინგკურსში მონაწილე დირექტორები და მასწავლებლები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა