ირაკლი კობახიძე - დრო ცოტაა დარჩენილი, საბჭოს გადაწყვეტილება 99%-ით თანხვედრაში იქნება ევროკომისიის დასკვნასთან და სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გაკეთდება ამ დღეების განმავლობაში

დრო ცოტაა დარჩენილი, საბჭოს გადაწყვეტილება 99 პროცენტით თანხვედრაში იქნება ევროკომისიის დასკვნასთან და სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გაკეთდება ამ დღეების განმავლობაში,- ასე პასუხობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კითხვას, რას გააკეთებს "ქართული ოცნება", რომ დასავლელი ლიდერების ჯოზეფ ბორელის და შარლ მიშელის განწყობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე რეალობად იქცეს.

კობახიძის განცხადებით, ძალიან დაბალი და მიზერულია იმის ალბათობა, რომ კომისიის და საბჭოს გადაწყვეტილება აცდეს ერთმანეთს.

„რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, დრო ცოტაა დარჩენილი და გარდა ამისა, ჩვენ ვთქვით, რომ საბჭოს გადაწყვეტილება 99% თანხვედრაში იქნება იმ დასკვნასთან, რომელიც შეიმუშავა ევროპულმა კომისიამ, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერიც გაკეთდება ამ დღეების განმავლობაში, თუმცა ჩვენი მხრიდან ძალისხმევა არ იქნება დაშურებული, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს. ამისთვის კომუნიკაციაც შედგება და გაგრძელდება ევროპელ კოლეგებთან. თუმცა დროც ცოტაა დარჩენილი და გარდა ამისა, ძალიან დაბალი და მიზერულია იმის ალბათობა, რომ კომისიის და საბჭოს გადაწყვეტილება აცდეს ერთმანეთს", - განაცხადა კობახიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს