დავით უსუფაშვილი - ევროპამ ევროკომისიის რეკომენდაციების სახით „შარლ მიშელი 2“ გამოაგზავნა, ვინაიდან პირველი გადავაგდეთ და იმ მატარებელს ჩამოვრჩით, რომელიც ახლა გადის

როგორ შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს ნდობა იმ თანამდებობის პირების მხრიდან, ვინც 23-24 ივნისს, ევროპული საბჭოს სხდომას უნდა გაუძღვეს და ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს საკითხი გადაწყვიტოს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დაკავშირებით “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის განმარტებით, “ლელომ“ ხელისუფლებას შარლ მიშელის შეთანხმებისთვის დაბრუნება დაჟინებით იმის გამო მოუწოდა, რომ ნათლად ჩანდა, სხვა შემთხვევაში იმ შედეგს მივიღებდით, რაც მივიღეთ.

“წარმოიდგინეთ ადამიანის მდგომარეობა - გინდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყოს ან ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც საქართველოში რაღაც საკითხების მოსაგვარებლად ამდენი დრო და ენერგია დახარჯა, ორჯერ ჩამოვიდა, სპეციალური წარმომადგენელი გამოაგზავნა, ხელმოწერა შედგა, წავიდა და აქ იწილო-ბიწილო დაიწყო. ბოლოს კი, ხელისუფლებამ თქვა, გავდივარ: რა შეთანხმება, რის შეთანხმება...

ევროპამ ევროკომისიის რეკომენდაციების სახით “შარლ მიშელი 2“ გამოაგზავნა, ვინაიდან პირველი გადავაგდეთ და იმ მატარებელს ჩამოვრჩით, რომელიც ახლა გადის. ქვეყანას რეკომენდაციების შესასრულებლად და ქვეყნის დასალაგებლად ექვსი თვე აქვს.

ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ გუშინდელი აქციის სულისკვეთებაც შემოგვეფლანგოს, ვერც რეკომენდაციები შევასრულოთ და ვერ კანდიდატობა მივიღოთ და ვერც შიდა ცვლილებები მოვახერხოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს