ირაკლი კობახიძე სამგორის გამგებლის განცხადებაზე - არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია

არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია, - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამგორის გამგებლის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის ამ განცხადების შინაარს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა, მისი თქმით, "ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, გამოხატვის თავისუფლება არის ქვეყანაში".

ცნობისათვის, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე გუშინ გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს.

„მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, - წერს სამგორის გამგებელი სოციალურ ქსელში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა