საინვესტიციო ფონდი „კეტარი” საქართველოში პრესკონფერენციას მართავს

22 ივნისს, 14:00 საათზე, მულტიფუნქციორ სივრცეში „რესპუბლიკა“, ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის „კეტარის” პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ფონდის დამფუძნებლები და მათ მიერ სპეციალურად მოწვეული სტუმარი - მარტინ ლინდსტრომი, მსოფლიოში აღიარებული, ნომერ პირველი კულტურისა და ბრენდის ექსპერტი.

ფონდი “კეტარი” არის კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც 20 ქვეყანასა და 4 კონტინენტზე ოპერირებს. ფონდს წამყვან ქვეყნებში განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი. მათ შორის აღსანიშნავია, აშშ- ში, გერმანიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და ჩეხეთში კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ გამოყენებული დიზაინის ნამუშევრების დეპონირების სერვისი ALGO და გლობალური მედია მონიტორინგის სისტემა - AI&ML.

„კეტარის" მთავარი მიზანია, კომფორტული ზონის შექმნა და მხარდაჭერა კრეატიული კლასტერებისა და შემოქმედებითი საზოგადოების იდეებისა და პროექტებისთვის. ამასთანავე, ფონდი გეგმავს ინვესტირების განხორციელებას სტარტაპებში.

საქართველოში “კეტარი” იწყებს პროექტების ძიებას, შემდგომი ინვესტირების მიზნით, კრეატიული ინდუსტრიის ნებისმიერი დარგიდან, მათ შორის, IT ტექნოლოგიები; ციფრული და ტრადიციული მედია; კინოწარმოება; სარეკლამო ბიზნესი; მოდის ინდუსტრია და სხვა.

ფონდი საქართველოში გეგმავს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების სერიას, ასევე საჯარო დისკუსიებისთვის მუდმივმოქმედი პლატფორმების შექმნას, რომლის მიზანია ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ფონდი „კეტარის“ დახურული პრეზენტაცია „Everything is O.Kettari“ გაიმართება ხუთშაბათს, 23 ივნისს 19:00 საათზე, სადაც მარტინ ლინდსტრომი მოხსენებას გამართავს შემდეგ თემებზე: შემოქმედებითობა, კრეატიული ეკონომიკა, საზოგადოებებისა და სახელმწიფოების ტრანსორმაციები შემოქმედებითი ეკონომიკისა და კრეატიულობის მეშვეობით.

პრეზენტაციას დაესწრებიან შემოქმედებითი ინდუსტრიის მენეჯერები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო