ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort აცხადებს, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და გამორჩეული პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვა და განვითარება. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.
თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული ნიჭიერი ახალგაზრდა და გსურთ წარმატებული კარიერა შეიქმნათ, InPort-ი თქვენთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა, რომელიც პრაქტიკულ დავალებებს, დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებს და უშუალოდ სამუშაო ადგილზე სწავლებას და ფოთის საზღვაო ნავსადგურში დასაქმების შესაძლებლობას მოიცავს.
ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა, რომელიც 4 თვიანი პრაქტიკული და თეორიული მოდულისაგან შედგება, მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილეებს ფინანსური, მენეჯერული და ტექნიკურ-პროფესიული მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში და გთავაზობთ:
• საინტერესო სასწავლო პროცესს ორგანიზაციული უნარ-ჩვევების გასავითარებლად;
• პროფესიული უნარების განვითარებაში დახმარებას;
• საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის საქმიანობის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას;
• მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას;
• თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გარემოს გაცნობის შესაძლებლობას;
• მრავალფეროვნების, თანასწორუფლებიანობის და ჩართულობის პრინციპსა და კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში;
• რეალური კარიერული შესაძლებლობებისთვის მომზადებას;
პროგრამის მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მიმართულება:
• ტექნიკურ - საინჟინრო (STEM)
• ბიზნესის მართვაo საფინანსოo სოციალური ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
• განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა და მოქნილობა;
• პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და ქმედებებზე ორიენტირება, ენერგიულობა;
• წინდახედულობა და კეთილსინდისიერება;
• მოტივირებულობა და სიახლეებისადმი გახსნილობა;
• კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა;
• შესაბამისი ტექნიკური/პროფესიული ცოდნა, მათ შორის, ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• სამუშაო კომპიუტერული უნარები;
პროგრამაში ჩაერთვებიან კანდიდატები, რომელიც შემდეგ შერჩევის საფეხურებს წარმატებით გაივლიან:
1. სააპლიკაციო ფორმებისა და სამოტივაციო წერილის შეფასება;
2. შერჩეული კანდიდატების ტესტირება - ლოგიკური აზროვნების ინდექსი, ინგლისური ენის ტესტი;
3. ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრებები;
პროგრამის მონაწილეები პროგრამის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან კონკურენტული სარგებლისა და ანაზღაურების პაკეტით:
• ყოველთვიური სტიპენდია 600 ლარი (დარიცხული);
• უბედური შემთხვევების დაზღვევა;
• ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი;
• საცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში;
პროგრამის პრაქტიკული ჩატარების ადგილი - ქალაქი ფოთი. თუ გსურთ ტალანტის განვითარების პროგრამას შემოუერთდეთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) მისამართზე careerpoti@apmterminals.com და წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელება - InPort.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 3 ივლისი.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აღნიშნულ პროექტს 2017 წლიდან ახორციელებს და შედეგად, კომპანიაში 33 ინპორტელი დასაქმდა.
„APM Terminals Poti“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) არის A.P. Moller - Maersk გლობალური ჯგუფის ნაწილი და საქართველოში უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სახის ტვირთების და კონტეინერების გადამუშავებას, ასევე აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას ახორციელებს. ძირითადად ის, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს ემსახურება.