რატომ უნდა დააზღვიოთ ავტომობილი საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში?

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტომობილის დაზღვევის პირობებზე ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რა შემთხვევაში არ აანაზღაურებს დაზღვევა ზარალს და რა კრიტერიუმებით დგინდება დაზღვევის ტარიფი.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გაყიდვების ხელმძღვანელის, სოფიო გრაკალიშვილის განცხადებით, კომპანიის პრიორიტეტი დაზღვეულისთვის სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მოწოდებაა, ყურადღება კი განსაკუთრებით გამონაკლისებზე მახვილდება. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ დაზღვევა არ აგინაზღაურებს ზარალს თუ:

- ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით მოძრაობ;

- ავტომობილის მართვას ნასვამი აპირებ;

- ოფროუდზე მოძრაობას აპირებ;

- აპირებ დაშვებულ სიჩქარეზე 25 კმ/სთ-ზე მეტით იმოძრაო, შუქნიშანს არ დაემორჩილო, ან მოძრაობის საპირისპირო ზოლში იმოძრაო!

ჩვენთან, ასევე, არ უნდა დაეზღვეთ, თუ ფიქრობთ, რომ დაზღვევით უკვე არსებული (მათ შორის, ცვეთით გამოწვეული) დაზიანებების შეკეთებას შეძლებთ.

სოფიო გრაკალიშვილის ინფორმაციით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალური ფასად შეძლებთ.

ამასთანავე, მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.

წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 22 44 111; 22 11 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა