ნაზი ჯანეზაშვილი - ჩინჩალაძე არ უნდა დაინიშნოს კვლავ 5 წლის ვადით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე - დეოლიგარქიზაციასთან ერთად უნდა მოხდეს დეკლანიზაცია

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ, რითაც გააპროტესტეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის 5 წლის ვადით სავარაუდოდ, ხელმეორედ დანიშვნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის” ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, მიხეილ ჩინჩალაძეს აღნიშნულ პოზიციაზე უფლებამოსილება მაისის ბოლოს ამოეწურა და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეცდება, რომ კვლავ დანიშნოს ამ პოზიციაზე. მისი თქმით, ეს არის პრობლემა და დეოლიგარქიზაციასთან ერთად უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის დეკლანიზაცია.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მთავარ პრობლემად სასამართლო სისტემა სახელდება ამაში, რა თქმა უნდა, მიხეილ ჩინჩალაძის ნეგატიური როლი საკმაოდ დიდია. ამ წლების განმავლობაში, რაც სასამართლოში ხდებოდა სათავეში ჩინჩალაძე და მისი გარემოცვა იდგა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე არ უნდა დაინიშნოს კვლავ 5 წლის ვადით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ასევე მიმაჩნია, რომ დეოლიგარქიზაციასთან ერთად უნდა მოხდეს დეკლანიზაცია. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, ეს არის სასამართლო, რომელიც საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად ყველაფერს უკავშირდება- მედიას, ეკონომიკას, ადამიანის უფლებებს. ჩვენ თუ გვექნება გამართული სასამართლო სისტემა ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული დემოკრატიული თვალსაზრისით”, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორის მისვლის მიზეზი იუსტიციის საბჭოსთან, არის ის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საბჭომ გადადო ცხრა და ჩაატარა ორი სხდომა.

“ვხედავთ, რომ სხდომების ჩატარებამ მიიღო საგამონაკლისო ხასიათი და რეალურად, სხდომების გადადებით საბჭო ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიღმა დატოვოს მნიშვნელოვანი საკითხები და დამკვირვებელ ორგანიზაციებს დაეზაროთ აქ მოსვლა, რადგანაც სხდომები არ ტარდება. ეს პროცესი დაემსგავსა თევზაობას, ზოგჯერ შეიძლება მოხვიდე და შესაძლოა, ჩატარდეს სხდომა. კონსტიტუციურ ორგანოში ეს რომ ხდება, დიდი პრობლემაა", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს