მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული ბიზნეს  ასოციაციის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ბიზნესს ასოციაციის (EBA) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - EU-Georgia Business Forum 2022 . ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების ფარგლებში, წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი თვალსაჩინო და ხელშესახებია სხვადასხვა სფეროში რეფორმების წარმატებით განხორციელებაში. მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით, ჩვენმა დაუღალავმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყანად გადაგვექცია. ევროპულ ბაზარზე რეალური ინტეგრაციისთვის გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ამ პროცესში ბიზნესს ნამდვილად განსაკუთრებული როლი ენიჭება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს გამართული ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს ბიზნესს სექტორში არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და ზოგადი ტენდენციების გაცნობა, ევროპული ბიზნესს ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის - „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარებული ბიზნესს გარემოს კვლევის წლიური ანგარიშისა და ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) პრეზენტაცია.

ამასთან, ფორუმში საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ქართული და ევროპული ბიზნესს სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა