ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ახალ ფორმულირებაზე მუშაობას იწყებენ

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რესპუბლიკის“ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ახალ ფორმულირებას შეიმუშავებს. ამის შესახებ ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ემილია გაგიევმა „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაციის რუსულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოსკოვში კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს ხელახლა მუშაობა რეფერენდუმის საკითხზე, რუსეთის ფედერაციისთვის მისაღები ახალი ფორმულირებით. როგორც კი ცესკო მიიღებს შესაბამის დოკუმენტაციის პაკეტს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა“ , - განაცხადა მან.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის „მრჩეველმა“ კონსტანტინე კოჩიევმა კი რუსეთის ოფიციალური პირების „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაციასთან კონსულტაციების შემდეგ, განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ინტეგრაციის შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

„სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმი, მისი იდეა და ის საკითხი, რომელიც იყო წარდგენილი, რუსეთში არავისთან იყო შეთანხმებული.

ამ ტიპის სერიოზული პოლიტიკური საკითხების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს თემა არც ერთ დონეზე არ განიხილებოდა და არც შეთანხმება გაფორმებულა“, - განაცხადა კოჩიევმა.

მანვე აღნიშნა, რომ „ამ ეტაპზე რუსეთი არ არის მზად განიხილოს გადაწყვეტილება, რომელიც "სამხრეთ ოსეთში" რეფერენდუმისთვის მზადდებოდა“.

„თუ სამომავლოდ "სამხრეთ ოსეთი" კონსულტაციებს გამართავს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, ასეთი დელიკატური საკითხების განხილვა იქ შესაძლებელია.

რუსეთი მხარს უჭერს "სამხრეთ ოსეთსა" და რუსეთს შორის ინტეგრაციის შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. როგორც დაგვარწმუნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისინი ყველაფერს გააკეთებენ "რესპუბლიკის" საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად. ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ყველა სფეროში გაგრძელდება“, - აღნიშნა სახელმწიფო მრჩეველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა