თბილისის საკრებულოში "წლის მკითხველი 2022"-ის დაჯილდოება გაიმართა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასთან ერთად, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ღონისძიება "წლის მკითხველი 2022" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი საბიბლიოთეკო სერვისების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ყოველწლიურად ჩატარდება და საბიბლიოთეკო სერვისების აქტიური მკითხველები დაჯილდოვდნენ.

ამასთან, როგორც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, ღონისძიების მიზანია მკითხველთა წახალისება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

„პირველ რიგში მადლობა ბიბლიოთეკების გაერთიანებას, რომელთან ერთადაც ეს ღონისძიება დაიგეგმა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დედაქალაქის ბიბლიოთეკებით სარგებლობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ პროექტის მიზანი სწორედ წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მკითხველთა წახალისებაა.

ჩვენი დიდი სურვილია, პროექტი „წლის მკითხველი“ ყოველწლიური გახდეს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი იდეაც გაჩნდა: დაარსდეს ქართული წიგნის დღე. ასეთ დღედ სიმბოლურად 14 ივლისი მოვიაზრეთ. 14 ივლისს არის ნოდარ დუმბაძის, ვაჟა-ფშაველას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღე. ვფიქრობთ, სწორედ ქართული წიგნის დღეს მოხდეს ხოლმე „წლის მკითხველის“ გამოვლენა და დაჯილდოება“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას ამ პროექტის ინიციატივისთვის. მადლობა თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლებს. სასიხარულოა, რომ ბიბლიოთეკებს ამდენი მკითხველი ჰყავს. მსგავსი ღონისძიებები საჯარო ბიბლიოთეკების როლის წარმოჩენისთვის მნიშვნელოვანია, რაც თავის მხრივ წიგნიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ნინია მაჭარაშვილმა.

დედაქალაქის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელ ღონისძიებაზე თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ყველაზე აქტიური 35 მკითხველი დააჯილდოვეს, რომლებსაც სპეციალური საჩუქრები და დიპლომები გადასცეს.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების ხელმძღვანელები, თბილისის მერიის, საკრებულოსა და საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლები, გამომცემლები და ავტორები დაესწრნენ.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს