ზურაბ აზარაშვილი - აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდება

დაბა აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, საკურორტო ზონებში პირველადი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, აბასთუმანში, ამბულატორიის გარდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიც განთავსდება.

დაბა აბასთუმანში ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ილია ღუდუშაურთან ერთად იმყოფებოდა, სადაც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრიც“ დაათვალიერა. ცენტრში ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამით, 20 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი უფასოდ უტარდებათ. პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამედიცინო და სამეცნიერო პოტენციალის ბაზაზე, წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს