„თიბისის“ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ისტორია გლობალური ექსპერტის სტატიაში

გლობალური ლიდერი მომხმარებლის გამოცდილების დარგში შონ ბელდინგი აქვეყნებს სტატიას „თიბისის“ შესახებ. ის აღნიშნავს „თიბისის“ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ზრუნვას მომხმარებლების მიმართ.

ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„ვინ თქვა, რომ ბანკებს არ შეუძლიათ WOW გამოცდილების შექმნა?“ - ამ სათაურის მქონე ბლოგში ავტორი გვიყვება „თიბისის“ გუნდის წევრებისა და მომხმარებლების ისტორიებს, რითაც ხაზს უსვამს ბანკის კულტურას, ყველა სიტუაციაში იზრუნოს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე, მაშინაც კი, როდესაც საკითხი სცდება საბანკო მომსახურებას.

ბელდინგ გრუფმა (The Belding Group) ტერმინის - „WOW“ მომხმარებელთა გამოცდილება“, მკაფიო და რაოდენობრივად განსაზღვრული განმარტება შეიმუშავა. ამ განმარტების მახასიათებლების მეშვეობით მომხმარებელთა გამოცდილება გაზომვადი ცნება გახდა და სხვადასხვა კომპანიებმა მასზე დაყრდნობით იპოვეს მომხმარებელთა გამოცდილების სამიზნე წერტილი. ეს გულისხმობს დამატებით ძალისხმევას კომპანიის მხრიდან, რომელიც ერთი სიტყვით ათქმევინებს „WOW“ - ს. სტატიაში სწორედ ის სამი ისტორიაა მოყვანილი, რომლებიც მომხმარებლებს ათქმევინებენ „WOW“ - ს. ბელდინგის მიხედვით, „თიბისის“ მომხმარებელთა გამოცდილება იდეალურთანაა მიახლოებული, როგორც ბელდინგ გრუფი უწოდებს, „თიბისი“ არის „customer service unicorn“.

გერმანელი ტურისტის, მომხმარებლისთვის გახსნილი ბიზნეს Facebook გვერდისა და შუა გზაზე გაფუჭებული მანქანის საინტერესო ისტორიები, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ორიგინალ სტატიაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე