„ჯივიპი“ 23 ივნისს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

23 ივნისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დაგეგმილი სამუშოების ფარგლებში მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებითი სამუშაობი ჩატარდება და ასევე, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გადაუდებელი სამუშაოები 23 ივნისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 23 ივნისს 22:00 საათიდან 25 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში - ზღვის უბნის III მ/რ-ს I კვარტლის N1, N8-9, N18- 22ვ კორპუსებს; IV მ/რ-ს; XI მ/რ-ს I- IV კვარტალებს, ზღვის უბნის IV, IX-X კვარტლებს; დადიანის ქუჩას, დადიანის II მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, მანჯგალაძის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, მირზაანის, თოდრიას, ჟღენტის, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჯანელიძის, ურიდიას, ზვარეთის, ერისთავის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, რკინიგზის, ღრმაღელეს, ლიახვის, რიონჰესის, ქუთათელაძის, ნოსტეს, სტურუას, მესხიშვილის, ორბეთის და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში - გლდანის I-IV და “ა” მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.

ჩუღურეთის რაიონში - ლალიონის, ვეშაპურის, მეუნარგიას და ზაზიშვილის ქუჩებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა