ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელმა კოლეგებმა პირადად მითხრეს, რომ რადგან უკრაინა ომშია, სწორედ ამ მოტივით აძლევენ მათ კანდიდატის სტატუსს

უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ სტატუსი მისცეს. როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევებით და პარამეტრების მიხედვით. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, რადგან მოსაზღვრე სახელმწიფოა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს აცნობს.

პრემიერის განცხადებით, განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინასა და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც წამახალისებელი მექანიზმი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, პირიქით არის. მისი თქმით, ასევე ევროკომისია აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით, რაც გულდასაწყვეტია.

„ევროპელმა კოლეგებმა პირადად მითხრეს, რომ რადგან უკრაინა ომშია, სწორედ, ამ მოტივით აძლევენ მათ სტატუსს. საქართველო ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია, არა მხოლოდ ასოცირებულ ტრიოსთან შედარებით, ევროკავშირის და ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ.

უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ სტატუსი მისცეს. როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევით და პარამეტრების მიხედვით. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, რადგან მოსაზღვრე სახელმწიფოა.

მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დათქმები სამივე სახელმწიფოს ჩაუწერეს. პირველი პრიორიტეტი და რეკომენდაციაა პოლარიზაციის დასრულება, არა თუ შემცირება, არამედ დასრულება. ნახეს ჩვენმა პარტნიორებმა, როგორი სურვილი აქვთ ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. პარლამენტში შემოსვლის დღიდან ამხელა სკანდალის მოწყობა მოინდომეს.

ერთი განსხვავებაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც წამახალისებელი მექანიზმი, შემდეგ ეუბნებიან, რომ დათქმები უნდა შეასრულონ. ჩვენს შემთხვევაში, პირიქით არის. გვეუბნებიან, რომ თქვენ იმსახურებთ ევროპულ პერსპექტივას, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე ევროკომისია აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით, რაც გულდასაწყვეტია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა