საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

22-24 ივნისს, იტალიის დედაქალაქში ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიური კონგრესი და გენერალური ასამბლეა იმართება.აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რომში მიმდინარე 32-ე ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ. გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს.

კონგრესი ლეონარდო და ვინჩის სახელობის რომის ფუმიჩინოს აეროპორტის მეხუთე ტერმინალში იმართება. ძირითადი თემა 2022 წლის ზაფხულისა და ზამთრის სანავიგაციო სეზონების დაგეგმვა, ანალიზი და საინვესტიციო კუთხით ახალი სტრატეგიების შემუშავებაა. თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი პანდემიის შემდეგ ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი გაჯანსაღების საკითხებს შეეხება, ასევე როგორ მოახდინონ ადაპტირება აეროპორტებმა არსებულ გამოწვევებთან.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს. გვექნება შეხვედრები ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელ პირებთან. განვიხილავთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს, რაც უკვე კოვიდ პანდემიის შემდეგ დადგა. ავიაციის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესში აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს მკვეთრად გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რიგი პრობლემები დაუდგა. ძირითადად ეს ეხება ადამიანურ რესურსს.. როგორ უნდა შევუწყოთ ხელი სააეროპორტო ინდუსტრიის საქმიანობის გაუმჯობესებას - 3 დღის განმავლობაში კოლეგებთან ერთად ამ თემის გარშემო ვიმსჯელებთ,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

3 დღიანი ღონისძიების დასასრულს, გენერალურ ასამბლეაზე ევროპის საუკეთესო აეროპორტი გამოვლინდება. აღსანიშნავია,რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა (UAG), პანდემიამდე ზედიზედ ორჯერ დასახელდა მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საუკეთესო აეროპორტებს შორის.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია