ანა ნაცვლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს - ევროკავშირის სახელმწიფოში „რაც გინდა ის დაუძახე" ვერასდროს გახდება პრემიერი - როგორც დაგდეს მაგ სკამზე, ისე გადაგდებენ ცოტა ხანში

დღეს ძალიან აშკარა გახდა ჩემთვის, თქვენ პერსონალურად რატომ გაშინებთ და რატომ გაქვთ პანიკური შიში, რომ საქართველო ვაი და არ გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოში "რაც გინდა ის დაუძახე" ვერასდროს გახდება პრემიერი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს შესვლას კონკრეტული ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ეღობება.

„არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ე.ი. არაფერი თქვენ არ გეკითხებათ და და ერთი კითხვა მრჩება მხოლოდ, მინდვრის დედოფლის მოსავალს როგორი პირი უჩანს ამ ქვეყანაში, სხვას თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. როგორც დაგდეს მაგ სკამზე, ისე გადაგდებენ ცოტა ხანში და ნათელია, რომ ეს ასე მოხდება. ევროკავშირში საქართველოს შესვლას დღეს ეღობება ერთი კონკრეტული ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არის მისი სახელი და გვარი. ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გადააგდოს ისტორიული განვითარების გზიდან. ევროკავშირის სახელმწიფოებს ზოგს ჰყავს ძალიან კარგი, ზოგს კარგი, ზოგს ცუდი პრემიერი, მაგრამ დღეს ძალიან აშკარა გახდა ჩემთვის თქვენ პერსონალურად რატომ გაშინებთ და რატომ გაქვთ პანიკური შიში, რომ საქართველო ვაი და არ გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოში "რაც გინდა ის დაუძახე" ვერასდროს გახდება პრემიერი, ვერასდროს. აი, ამიტომ გვჭირდება ევროკავშირი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა