ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ, ორ ჰექტარზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში მორიგი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. კონკრეტულად, ეს არის აბაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამ პროექტის ფარგლებში, ორი ჰა ტერიტორია მთლიანად რეაბილიტირდება - ხე-მცენარეებით, ველობილიკებით, ბავშვებისთვის ატრაქციონებით. ასევე, შადრევანი მოეწყობა, ორი მოედანი რეაბილიტირდება - ერთი საფეხბურთო და მეორე საკალათბურთო. გარე განათებისა და სარწყავი სისტემები დამონტაჟდება. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორი დამოკიდებულებაც რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილი იქნება - ახალგაზრდები, პატარები, რომელთაც დასვენებისა და გართობისთვის შესაბამისი სივრცე ექნებათ. მთავარია, აღნიშნულ სივრცეს შემდეგ მოვუაროთ და ვანდალიზმისგან დავიცვათ. ვფიქრობთ, რომ სამუშაოები ახალი წლისთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების განახლება, საპარკე ინვენტარის განთავსება, გარე განათების სისტემის, საბავშვო მოედნების მოწყობა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და მოსასვენებელი პავილიონების მონტაჟი. ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაითესება ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა.

სამუშაოების ფარგლებში, მინი ფეხბურთის არსებულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დამატებით, კალათბურთის მოედანი მოეწყობა. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა