ლენტეხის მერია მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 21 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.

მათივე ცნობით, დაზიანებულია შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები, ასევე მწყობრიდანაა გამოსული სოფელ მუწდისთან დამაკავშირებელი ხიდი.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე მუხრას ადიდების შედეგად, სოფელ ტვიბთან მისასვლელი საავტომობილო გზა დაზიანებულია.

„პრობლემები შეიქმნა ასევე ხაჩეში-ბავარის მიმართულებით საავტომობილო გზაზე. მოძრაობა ორივე მიმართულებით შეფერხებულია.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების აღდგენითი სამუშაოები.

დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი მაქარაშვილი, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი და მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო