პრემიერი - 2008 წლამდე კარგად გვახსოვს, რამხელა ცრუ მოლოდინი შექმნეს და გაუჩინეს მოქალაქეებს, თითქოს საქართველო მიიღებდა MAP-ს  - MAP-ი რატომ არ მიიღო საქართველომ 2008 წელს, გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი?

2008 წლამდე კარგად გვახსოვს, რამხელა ცრუ მოლოდინი შექმნეს, გაუჩინეს მოქალაქეებს, რომ, თითქოს, საქართველო მიიღებდა MAP-ს. MAP-ი რატომ არ მიიღო საქართველომ 2008 წელს? გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში სვლა ევროინტეგრაციის გზაზე არის ურყევი და მტკიცე.

„2008 წლამდე კარგად გვახსოვს რამხელა ცრუ მოლოდინი შექმნეს, გაუჩინეს მოქალაქეებს, თითქოს, საქართველო მიიღებდა MAP-ს. მინდა ვკითხო მათ ამდენი რამ ჩამოვთვალე, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ვერ იოცნებებდნენ, MAP-ი რატომ არ მიიღო საქართველომ 2008 წელს? გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი? რა თქმა უნდა, არ გაქვთ! არც იცით, რა უნდა უპასუხოთ ხალხს. MAP -ის არ მინიჭების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ დამანგრეველი ომი და რუსული ჯარის შემობრუნება საქართველოში. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის გზაზე არის ურყევი და მტკიცე. რეალურად ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით ეს პროცესი გახდა შეუქცევადი, მათ შორის 2017 წელს, ჩვენი ინიციატივით გაჩნდა ჩანაწერი, კონსტიტუციაში განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირი და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის და ნატო-სს წევრი ქვეყანა. ამით ვფიქრობ, ყველა სპეკულაციაზეა პასუხი გაცემული და არ მიმაჩნია საჭიროდ აქ ზედმეტი განმარტებები გავაკეთო, თავის მართლება დავიწყოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა