პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და შეთანხმდნენ, მომდევნო თვეების განმავლობაში, როგორ უნდა წარიმართოს ერთობლივი პროცესი, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წლის ბოლომდე რეკომენდირებული დღის წესრიგის შესრულების მიზნით.

„აღნიშნული რეკომენდაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლის დაძლევის ძირითად გზას, სწორედ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და გაძლიერება წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება