ირაკლი ღარიბაშვილი - დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან,  თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი, კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს, ამაზე გაკეთებული იყო გადაცემები, სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება

დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს.

„ახლა წაგიკითხავთ გვარებს, წეღან რომ აღშფოთდით, ახლა უფრო აღშფოთდებით. დიმიტრი შაშკინი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის. დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო. თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი. მიყურეთ ახლა და ასეა. 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან. ახლა თქვენი პარტიის თავმჯდომარე ვინ არის, გამახსენეთ? კობა ნაყოფია ვინ არის? კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს. ძალიან ბევრია, მთელი სიაა. ამაზე გაკეთებული იყო გადაცემები, სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება", - განაცხადა პრემიერმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა