ისტორია დაიწერა - "ევროპის უნივერსიტეტის" ფუტსალის გუნდი უმაღლეს ლიგაში ითამაშებს

"ევროპის უნივერსიტეტის" ფუტსალის გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის მთავარ ლიგაში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, სულ რაღაც 2 წლის წინ მხოლოდ სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე "ევროპის უნივერსიტეტი" დღეს საქართველოს საუკეთესო გუნდთა შორისაა.

"ევროპის უნივერსიტეტმა" "ფუტსალის ლიგა 2"-ის ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ, ქუთაისის "მართვეს" წინააღმდეგ ფლეი-აუტი ითამაშა და მოწინააღმდეგეს სერია მშრალად მოუგო, "ევროპელებმა" მეტოქე ორ თამაშში დაამარცხეს და "ფუტსალის უმაღლესი ლიგის" საგზური მოიპოვეს.

"ევროპის უნივერსიტეტის" ფუტსალის გუნდი მომდევნო სეზონიდან საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი