„ღიმილის დღესთან“ დაკავშირებით ახალგაზრდები თბილისის ერთ-ერთ მოხუცთა სახლში იმყოფებოდნენ

პოეტ მიშო ტყებუჩავას (მებაღე) ინიციატივით, 22 ივნისი ღიმილის დღედ დაფუძნდა.

მიშო ტყებუჩავას განცხადებით, 22 ივნისი მთელი საქართველო ღიმილის სივრცედ უნდა გადაიქცეს.

„22 ივნისი გამოვაცხადეთ ღიმილის დღედ, რომელიც მივუძღვენით დედაჩემის თამარ ლორთქიფანიძის ხსოვნას. დღეს არის მისი დაბადების დღე. ამით მინდოდა მისი სახელი უკვდავმეყო და საფუძველი ჩამეყარა 22 ივნისისთვის, როგორც ღიმილის დღედ.

დღეს ამასთან დაკავშირებით ვიყავით თემქაზე, მოხუცთა თავშესაფარში და მიუტანეთ ღიმილი, ლექსები, სიმღერები.

მთელ საქართველოს ვულოცავ ღიმილის დღეს. ეს არის ის დღე, როცა შეგვიძლია ყველას ღიმილი მივანიჭოთ. ბედნიერი ვარ, რომ დედაჩემის დაბადების დღე 22 ივნისი დაფუძნდა ღიმილის დღედ.

საქართველოში ყველას სახეზე უნდა გამოჩნდეს ღიმილი ეს არის ჩემი ოცნება. ბედნიერი ვიქნები თუ მთელი მსოფლიო აღნიშნავს 22 ივნისს, როგორც ღიმილის დღედ. გავუღიმოთ ერთმანეთს და გადავცეთ სიკეთე ღიმილით“,- განაცხადა მიშო ტყებუჩავამ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა