ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ პროექტი და დღემდე 26 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ქართულ სტარტაპებში

მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ პროექტი და დღემდე 26 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ქართულ სტარტაპებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, გასულ წელს 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს ამ სტარტაპრებმა და ბოლო 12 თვის განმავლობაში მათმა შემოსავალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„ქალბატონი მარიამ ლაშხის კითხვა შეეხებოდა ინოვაციებს და სტარტაპების შესახებ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ პროექტი და დღემდე 26 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ქართულ სტარტაპებში. შარშან 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს ამ სტარტაპრებმა და ბოლო 12 თვის განმავლობაში მათმა შემოსავალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს არის რეალური შედეგი იმისა, რომ როცა სახელმწიფო და მთავრობა სწორად ეხმარება ბიზნესს და სტარტაპს, შედეგიც სახეზეა.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ უპრეცედენტო გადამზადების პროგრამებს აიტი სექტორის მიმართულებით. ახლა მიმდინარეობს 3000 სპეციალისტის გადამზადება. წელს გვინდა, რომ 5000 აიტი სპეციალისტის გადამზადება დავიწყოთ. ეს იქნება მასშტაბური პროგრამა და მასშტაბები კიდევ მეტად უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა