მაიკ გალერი - ქართველმა ხალხმა  უკეთ იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია

ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, უკეთ იცის, თუ ვინ უნდა დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი "ტვიტერის" გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, სადაც იგი აღნიშნავს, რომ "ევროპის სახალხო პარტია", უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ოპოზიცია "დაჟინებით მოითხოვდნენ", რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

"დარწმუნებული ვარ, ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, უკეთ იცის, თუ ვინ უნდა დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია, რათა საქართველოს მთავრობის წინაშე არსებულ ამოცანებს სათანადოდ და სამართლიანად გამოხმაურებოდა", - წერს გალერი.

ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისიამ მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს კი - ევროპული მომავლის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა