არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - გინდათ, რომ მოირგოთ ახალი პოლიტიკური ნიღბები და ისე გამოხვიდეთ სცენაზე, თითქოს თქვენი გუშინდელი დღე არ არსებობს - არჩევნებზე ცხრაჯერ ჩაგახედეთ სარკეში

გინდათ, რომ გადაიცვათ ახალი პოლიტიკური ტანსაცმელი, ახალი ნიღბები მოირგოთ და ისე გამოხვიდეთ პოლიტიკურ სცენაზე, თითქოს თქვენი გუშინდელი დღე საერთოდ არ არსებობს - თქვენ ხელისუფლებას კი არ უწევთ ოპონირებას, თქვენს ქვეყანას უწევთ ოპონირებას. თქვენ დაკარგეთ ოპოზიციის ფუნქცია და რეალურად თქვენი ქვეყნის ოპონენტებად გადაიქეცით, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის და ევროკავშირის დროშაზე ჩამოკიდებული პარტიაა.

„ორუელის ცნობილი წიგნი „1984“ გვახსენდება იმ ქცევებზე, რასაც აქ აკეთებს რადიკალური ოპოზიცია. პრაქტიკულად თქვენ ამბობთ, რომ ომი მშვიდობაა, თქვენ სრულიად საპირისპიროს ამტკიცებთ, რეალობის გადაკეთებით ხართ დაკავებული - აი, ეს არის პოლარიზაციის გაზრდა. გვითხარით, რა ნაბიჯები გადადგით, რომ პოლარიზაცია შემცირებულიყო, რაში მიიღეთ მონაწილეობა?! და როდესაც თქვენ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაგიდგამთ პოლარიზაციის შესამცირებლად და ჩვენსკენ იშვერთ ხელს და ევროპელ მეგობრებს ეუბნებით, რომ პოლარიზაცია გაზრდილია ჩვენს ქვეყანაში და ამით ხართ შეწუხებულები აი, ეს არის ყველაზე დიდი ფარსი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თქვენ ევროპული პარტია კი არ ხართ, თქვენ ხართ ევროპის და ევროკავშირის დროშაზე ჩამოკიდებული პარტია, რომელიც ევროპის სახელით აკეთებდით ყველაზე საშინელ დანაშაულებს და ყველაზე საშინელ პოლიტიკას ამ ქვეყანაში. თქვენ ვისზე უნდა თქვათ, რომ ესენი არიან საშიშებიო. არჩევნებზე ცხრაჯერ ჩაგახედეთ პოლიტიკურ სარკეში და გამოჩნდა იქ, რომ საშიშები ჩვენ კი არა, თქვენ ხართ. თქვენ რომ მართლა მომავალზე ფიქრობდეთ, ერთ ბოდიშს მაინც მოუხდიდით ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რაც გააკეთეთ, მაგრამ ეს არ გაგიკეთებიათ ამ წლების განმავლობაში და დღესაც გინდათ, რომ გადაიცვათ ახალი პოლიტიკური ტანსაცმელი, ახალი ნიღბები მოირგოთ და ისე გამოხვიდეთ პოლიტიკურ სცენაზე, თითქოს თქვენი გუშინდელი დღე საერთოდ არ არსებობს და არავის ახსოვს. თქვენს ქვეყანას უყენებთ პირობებს, თქვენს ქვეყანას ევაჭრებით. ხელისუფლებას კი არ უწევთ ოპონირებას, თქვენს ქვეყანას უწევთ ოპონირებას. თქვენ დაკარგეთ ოპოზიციის ფუნქცია და რეალურად თქვენი ქვეყნის ოპონენტებად გადაიქეცით. მთელი ზიზღის პროვოცირებას აკეთებთ ერთ ადამიანზე, რომლის გაკეთებულ და დაფინანსებულ პროექტებზე ლენტებს ჭრიდით ისე, რომ მადლობასაც არ უხდიდით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა