ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ხვალ მიღებული, ეს არაა თამაშის დასასრული, ღია უნდა გვქონდეს ჟურნალი, რომელშიც საქართველოს შესწავლას გავაგრძელებთ

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ხვალ მიღებული, ეს არ არის თამაშის დასასრული, კომუნიკაცია ისევ უნდა გაგრძელდეს და ღია გვქონდეს ჟურნალი, რომელშიც საქართველოს უფრო ღრმად შესწავლას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუმ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ძალა ერთიანობის გარეშე არ არსებობს, შესაბამისად, ყველანაირად დაგვიჭერენ მხარს იმაში, რაც მათ შესაძლებლობებსა და კომპეტენციებში შედის.

„ვხედავ გარკვეულ იმედგაცრუებას და ფრუსტრაციას, რომელიც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველო გამოიყო ამ სამეულისაგან გასული კვირის გადაწყვეტილების შედეგად. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ხვალ მიღებული, ეს არ არის თამაშის დასასრული, კომუნიკაცია ისევ უნდა გაგრძელდეს და ღია გვქონდეს ჟურნალი, რომელშიც გავაგრძელებთ საქართველოს უფრო ღრმად შესწავლას. ჩვენ გვჯერა თქვენი ამბიციისა, მე 2 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობა. ჩვენი მოსახლეობა 5 მილიონს შეადგენს და 1973 წლიდან მოყოლებული, ეს კოლექტიური ერთად ყოფნა იყო უდიდესი სარგებლობის მომტანი თითოეული ქვეყნისთვის, შესაბამისად, მესმის თქვენი ამბიცია, არ არსებობს ძალა ერთიანობის გარეშე. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს იმაში, რაც კი შედის ჩვენს შესაძლებლობებსა და კომპეტენციებში“, - აღნიშნა ჯო მაკჰიუმ.

ის ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მაკჰიუს განცხადებით, ევროკავშირის წევრობა სწორედ იმის გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს.

„როდესაც ევროკავშირს შევუერთდით ირლანდიაშიც კონფლიქტი გვქონდა, მე კარგად მესმის რას ნიშნავს გაყოფა. გუშინ როდესაც „სამხრეთ ოსეთისკენ“ გაგვახედეს დავინახეთ ის განხეთქილება, რომელიც თქვენს ქვეყანაში არსებობს. რასაკვირველია, ევროკავშირის წევრობა იძლევა გარანტიას, რომ მშვიდობა დამყარდეს ქვეყანაში. ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მშვიდობას, ამიტომ სათუთად ვეპყრობოდით იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის წევრი გავხდით და გაცილებით მეტად ვმუშაობდით მშვიდობის დამყარებისათვის“, - აღნიშნა ჯო მაკჰიუმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა