საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებს კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, თემურ მღებრიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ტყის და მინდვრის ხანძრის გაჩენის ძირითად მიზეზებზე ისაუბრა და ხანძრების თავიდან არიდების პროცესში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

შეხვედრისას მოსახლეობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კახეთის მთავარი სამმართველოს მეხანძრე მაშველებს მადლობის სიგელები და უმწიკვლო სამსახურისთვის უწყებრივი მედალი გადასცა.

გარდა ამისა, თეიმურაზ მღებრიშვილმა ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრებისთვის სპეციალიზებული სახანძრო-სამაშველო ავტომობილი გადასცა, რაც რეგიონის მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ავტომობილი სამსახურმა იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში მიიღო.

სახანძრო ავტოცისტერნა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ყვარლის განყოფილებასაც გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ხანძრების პრევენცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით არის გამოწვეული. სამსახურისთვის, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მზადყოფნის გაძლიერება, როგორც ტექნიკური აღჭურვის, ასევე, ცნობიერების ამაღლების კუთხით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო