განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი იყო, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, შემოსავლების არასწორ დეკლარირებას სისტემატურად ახდენდა, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას თავს არიდებდა.

ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, კომპანიას ჯამში 232 507 ლარი დაერიცხა, საიდანაც ძირითადი გადასახადი 155 422 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს